ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ფლორიდაში მეხის დაცემას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა გოგო. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ჰამილტონის შერიფის ცნობით, მათ წვიმას თავის ტრეილერში შეაფარეს, რომელსაც მეხი დაეცა.
ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მოსალოდნელია უამინდობა, რომელსაც თან ძლიერი ქარი და სეტყვა ერთვის. ასევე ფლორიდაში ტორნადო გამორიცხული არაა.
A woman was killed and four other people were injured by a lightning strike in White Springs, Florida, the sheriff's office sayhttps://t.co/eqgfHVShAo pic.twitter.com/c3EutiM2Bb
— CNN Breaking News (@cnnbrk) April 8, 2018
კომენტარები