NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად“

„მოვუწოდებთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ არჩევნების გზით ხელისუფლების დასამარცხებლად“

07 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 970 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველო“  მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს ხელისუფლების არჩევების გზით დასამარცხებლად.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ხშირად აცხადებს რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. ეს მცდარი და საზიანო გზავნილია და პირდაპირ ასხამს წყალს ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივიდეს. ამ პოლიტიკური პარტიების პოზიცია მცდარის გარდა, უცნაურად არათანმიმდევრულიცაა – ისინი ერთი მხრივ საერთო კანდიდატის ძიებაში არიან, მეორე მხრივ კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს საერთოდ ვერ ხედავენ.

“ქართული ოცნება” წლებია არჩევნებში გასამარჯვებლად მრავალ არაკანონიერ მეთოდს იყენებს. ძალადობა, მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, ბიზნესის დაშინება – საარჩევნო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია და სწორედ ეს გზაა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული განვითარების ინტერესი.

დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლების მუშაობით, გაზრდილი სიღარიბით, კორუფციით, კრიმინალითა და გადასახადებით უკმაყოფილოა. ამიტომ არჩევნებზე მოქალაქეების მაღალი აქტივობის შემთხვევაში ქართული ოცნების შეცვლა გარდაუვალია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერც უკანონო მეთოდების გამოყენება გადაარჩენს.

ამიტომ ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც სურს ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, ვთავაზობთ შემოგვიერთდეს. ევროპული საქართველო გამარჯვებისთვის იბრძოლებს როგორც ვანი/ხონსა და ცაიშში დაგეგმილ არჩევნებში, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როცა ქართულ ოცნებას მოუწევს დატოვოს ხელისუფლება“,-ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

კომენტარები

არჩევნები ევროპული საქართველო ხელისუფლების დამარცხება 2018-04-07
Tags არჩევნები ევროპული საქართველო ხელისუფლების დამარცხება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

კანადაში ავტოკატასტროფას 14 ახალგაზრდა ემსხვერპლა

მსგავსი სტატიები

“ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ლოგიკა” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

“ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ლოგიკა” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს

26 თებ 2019
ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს

ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს

სოსო ელისაშვილი 08 მაი 2019

ევროპული საქართველოს თელავის ოფისს შეიარაღებული პირი დაესხა თავს,

08 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge