NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2-ის” სიუჟეტთან დაკავშირებით ქარტიას მიმართა

გიგა ბოკერიამ “რუსთავი 2-ის” სიუჟეტთან დაკავშირებით ქარტიას მიმართა

07 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 895 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს”  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის, თეა ადეიშვილის წინააღმდეგ. ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

“სადავო სიუჟეტი გადაცემა P.S.-ს ეთერში 25 მარტს გავიდა. მასალაში საუბარი იყო საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევასა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ . რეზოლუციაზე “ევროპულ საქართველოსაგან” განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც, სიუჟეტის თანახმად, “სანქციების გაურკვევლობის გამო” რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა რეზოლუციის საკამათო საკითხს თავად გაცნობოდა, “თუმცა გააცნო საკუთარი შეფასება – რომ ტექსტი გაუგებარია. მან არც “ევროპული საქართველოს” რესპოდენტთა განმარტება არ გააშუქა დისკუსიისთვის ამ საკვანძო საკითხზე – არადა ინტერვიუს დროს საუბარი ამ თემასაც შეეხო”, – ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მაყურებელს მცდარი და არასრულფასოვანი ინფორმაცია მიეწოდა, რადგანაც მიიჩმალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შესაბამისად, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები.

განცხადების თანახმად, მასალის ეთერში გასვლიდან მალევე გავრცელდა სიუჟეტის ერთერთი მონაწილის და “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას წერილობითი მიმართვა, სადაც გარდა განმარტებისა, მითითებული იყო თხოვნა – ტელეკომპანიას შემდეგ კვირას იმავე გადაცემის ეთერში გამოესწორებინა შეცდომა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად განმცხადებლი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეხუთე პრინციპიც, რომელის თანახმადაც მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”- ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

გიგა ბოკერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რუსთავი 2 2018-04-07
Tags გიგა ბოკერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რუსთავი 2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული

შემდეგი სტატია

ჯაში: პატიებას ვთხოვ მათ, ვინც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო

მსგავსი სტატიები

ბოლო პერიოდის მოვლენებმა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა – გადავწყვიტე, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დავაფუძნო

ბოლო პერიოდის მოვლენებმა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა – გადავწყვიტე, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დავაფუძნო

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019
„ავატარის“ ახალი სერიის ძირითადი სცენები წყალქვეშ იქნება გადაღებული

„ავატარის“ ახალი სერიის ძირითადი სცენები წყალქვეშ იქნება გადაღებული

24 ნოე 2017
კობახიძე: პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და …

კობახიძე: პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და …

ნინო ჩხეიძე 25 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

  • რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

    რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA ბრუნდება!

  • „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“  მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

    „გალტ &თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა

  • “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

    “სამარცხვინოა, როცა ომბუდსმენს საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი არა ადამიანის უფლებათა გაფართოებისთვის, არამედ შეზღუდვის მოსათხოვად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge