სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტს ჯეიკობ ზუმას კორუფციის ბრალი წაუყენეს. საქმე 1990 წელს სამხედრო შეიარაღების შეძენას ეხება. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს პირველი სხდომა 8 ივნისს გაიმართება.
მას ბრალი კორუფციის 16 ეპიზოდში წაუყენეს.
ჯეიკობ ზუმა ბრალდებას უარყოფს.
„ზოგიერთები ისე იქცევიან თითქოს უკვე მსჯავრდებული ვარ. მე უდანაშაულო ვარ სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება“, – განაცხადა ზუმამ.
კომენტარები