წინასწარი ინფორმაციით, კიევის ქუჩაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი დაუდევრობა იყო, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის ქუჩაზე ჟურნალისტებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი იორდანიის მოქალაქეა.
„კიევის ქუჩის 3 ნომერში სამწუხარო ფაქტი მოხდა. ჰოსტელად გადაკეთებულ სახლში ხანძარი დაახლოებით 09:00 საათზე დაფიქსირდა. ის უცხოეთის მოქალაქეებზე იყო გაქირავებული. სამწუხაროდ, გარდაიცვალა იორდანიის მოქალაქე. ერთი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში. ქალაქის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ცოტა ხანში მუშაობას კრიმინალური სამსახური დაიწყებს და გვეცოდინება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, უფრო ჩანს, რომ ეს იყო დაუდევრობა“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
კომენტარები