ტყიბულში, მინდელის მაღაროში დაშავებული მეშახტეები ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიან მკურნალობის კურსს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, თამარ ჯანელიძის განცხადებით, ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ალბათ ხვალ გაეწერებიან კლინიკიდან, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ჯერჯერობით რაიმე თქმა არ შეგვიძლია. ავადმყოფი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში“,-განაცხადა თამარ ჯანელიემ.
კომენტარები