NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

05 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 586 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – FAO, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.

აღდგომის დღეებში, მარხვის დასრულებასთან ერთად იმატებს ხორცპროდუქტების მოხმარება, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, უცნობია მომხმარებლისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის – FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაციის პროგრამა NAITS მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინონ ხორცი საეჭვო ადგილებში! საქონლის ხორცის შეძენისას კი ყურადღება გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, ასევე უნდა გააჩნდეს ფორმა ნომერი 2 და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება.

საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
• სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო (დაიკლა − ქვეყნის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი) ასევე დამზადების თარიღი და საათი;
• თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
• თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
• ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;
• სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნებიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა..) იმპორტირებული ხორციც.
წვრილფეხა საქონელს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს:
• ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;
• ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი)
• ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ბიზნეს ოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და საათი.
ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტ-მოწმობა ანუ ფორმა ნომერი ორი, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.
FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინენ იმ გარემოებას, რომ ბაზრებსა და სხვა არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში, ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ არაჰიგიენურ პირობებში დაკლული და რეალიზებული ხორცისგან ცხოველური დაავადებებით დაინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია.

გაუფრთხილდით, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 15 01;
იცოდეთ თქვენი უფლებები და იყავით დაცული!

კომენტარები

გაფრთხილება სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლის ხორცი 2018-04-05
Tags გაფრთხილება სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლის ხორცი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მიხედეთ ამ დედააფეთქებულ მაღაროებს“

შემდეგი სტატია

ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა

მსგავსი სტატიები

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი მიიყვანეს

31 იან 2018
გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

17 ივლ 2018
ძლიერმა ქარმა თბილისს პრობლემები შეუქმნა

ძლიერმა ქარმა თბილისს პრობლემები შეუქმნა

10 იან 2018

უახლესი ამბები

  • “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

    “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

  • “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

    “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

  • რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

    რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

    საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

  • სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

    სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

  • დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

    დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

  • ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

    ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

  • წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

    წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge