NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

05 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 657 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 5 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის ქვანახშირის მაღაროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა დაშავებული ორი მაღაროელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა.

სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზა მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის სტატისტიკური მონაცემები და სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთა შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება გრძელდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე – საპროცესო შეთანხმებით დასრულდა.

1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, პროკურატურას დაუბრუნდა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემებით გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. მომავალში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის ეფექტიანი აღსრულება.

სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე, ზემოხსენებული კანონის აღსრულების პროცესს.

 

კომენტარები

სამძიმარი სახალხო დამცველი შახტა 2018-04-05
Tags სამძიმარი სახალხო დამცველი შახტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

შემდეგი სტატია

„ვერტმფრენმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჯერ ვერ მოახერხა შემთხვევის ადგილზე დაშვება“

მსგავსი სტატიები

კვირიკაშვილი: ჩვენი მოქალაქეები კარგად შეიგრძნობენ იმას, რასაც დამოუკიდებელი საერთაშორისო ინსტიტუტები ასე მკაფიოდ აცხადებენ

22 სექ 2017
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს

04 თებ 2019
ხმაური ფოთის საკრებულოში – აუდიტის დასკვნაზე მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური ფოთის საკრებულოში – აუდიტის დასკვნაზე მსჯელობას დაპირისპირება მოჰყვა

27 თებ 2019

უახლესი ამბები

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

  • გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

    გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

  • ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

    ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

  • თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

    თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

  • პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

    პაატა გულიაშვილის მუქარა ლევან ბერძენიშვილს (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge