NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საქნახშირი“ – სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას

„საქნახშირი“ – სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას

05 აპრ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 1160 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კომპანია „საქნახშირი“ ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც “საქნახშირის” განცხადებაშია აღნიშნული, მინდელის შახტაში სავარაუდოდ მოხდა სამთო დარტყმა და გვირაბის გვერდით ქანების ჩამოშლა.

„2018 წლის 5 აპრილს დახლოებით 03:50 საათზე დასავლეთ მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში +300 ჰორიზონტზე, სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა – გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. წინასწარი შეფასებით, წარმოქმნილი ჰაერის დარტყმითი ტალღა ამავე უბნის კაპიტალურ გვირაბებში გავრცელდა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ტრამვული დაზიანება მიიღო სამმა თანამშრომელმა, ხოლო 6 თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

კომპანია „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. დაშავებული მეშახტეებიდან ორი ამჟამად გადაყვანილია ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მესამე მეშახტე იმყოფება ტყიბულის საავადმყოფოში, სადაც მათ უტარდებათ ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან, სავარაუდოდ, ადგილი ქონდა ტექნოგენურ კატასტროფას, რამაც გამოიწვია სავალალო შედეგი.

შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. თავის მხრივ, „საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

მაღარო მეშახტე მინდელის მაღარო მინდელის შახტა საქნახშირი ტყიბული უბედური შემთხვევა შახტა 2018-04-05
Tags მაღარო მეშახტე მინდელის მაღარო მინდელის შახტა საქნახშირი ტყიბული უბედური შემთხვევა შახტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„შახტის მეპატრონე ბეჟუაშვილი, რომელმაც ბიძინესთან „დაალაგა“, მეცენატის სახელით არის ცნობილი ჩვენს ბომონძღში“

შემდეგი სტატია

დიმიტრი ქუმსიშვილმა დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა

მსგავსი სტატიები

“…თუ ყველა დედიკო დედიკო არ არის?”

“…თუ ყველა დედიკო დედიკო არ არის?”

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2021

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება

31 მაი 2018
„თუ საჭირო გახდება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან“

„თუ საჭირო გახდება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან“

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge