NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე იმსჯელეს

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე იმსჯელეს

05 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 928 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, საქართველოს სოფლის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულება სოფლად ფერმერული საქმიანობის გაჯანსაღება იყო.

აღნიშნული მიმართულებით სამოქმედო გეგის შესრულების ნაწილში მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება ახალი საწარმოების აშენება-გადაიარაღების, აგროდაზღვევის, მრავალწლიანი ინტენსიური ბაღებისა და ჩაის პლანტაციების გაშენების, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის, კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერისა და აგრო-სასურსათო ღონისძიებებში მონაწილოების საკითხებზე გაამახვილა.
გარემოს დაცვის ნაწილში ნოდარ კერესელიძემ ვრცლად ისაუბრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.
მინისტრის პირველმა მოადგილემ წყლის, ტყის და სხვა რესურსების მდგრადი მართვის, ტყის მდგრადი განვითარების მიზნით ტყეების კატეგორიზაციის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენელმა პირებმა წარმოადგინეს.

ყურადღება გამახვილდა სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სოფლად წყალმომარაგების სისტემების აშენება/რეაბილიტაციის, ტურისტული ბილიკების მოწყობის, იუსტიციის სახლების მშენებლობის, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის, რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის და სხვა საკითხებზე.
ნოდარ კერესელიძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა და მომავალში სოფლის განვითარების ინსტიტუციური მოწყობის პროექტის ფარგლებშიც მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

განვითარება განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018-04-05
Tags განვითარება განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მინდელის მაღაროში დაშავებული დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა

შემდეგი სტატია

აშშ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს

მსგავსი სტატიები

სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, დაბომბა ჩვენი მოსახლეობა

სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, დაბომბა ჩვენი მოსახლეობა

News 20 მარ 2019
მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს – ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ, მე პირადად გიწვევთ დებატებში

მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს – ნუ იმალებით, გამოდით და დაგველაპარაკეთ, მე პირადად გიწვევთ დებატებში

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2020
25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის, მამინაცვალ ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის, მამინაცვალ ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

10 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge