NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მინდელის შახტაში მომხდარის გამო ადგილზე დიმიტრი ქუმსიშვილი გაემგზავრა

მინდელის შახტაში მომხდარის გამო ადგილზე დიმიტრი ქუმსიშვილი გაემგზავრა

05 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 891 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

„ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. „სამთო დარტყმა“ მოხდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.

მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს. კ

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მაღაროში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, მუშაობენ შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოსაყვანად. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში გაემგზავრა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი.

შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები.

პრემიერმინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრი მაღარო მთავრობის ადმინისტრაცია მინდელის მაღარი ტყიბული უბედური შემთხვევა შახტა 2018-04-05
Tags დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრი მაღარო მთავრობის ადმინისტრაცია მინდელის მაღარი ტყიბული უბედური შემთხვევა შახტა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ ღირს თავის გაყადრება ამ „ხარახურა“ ადამიანებთან“

შემდეგი სტატია

ტყიბულის შახტში დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

მსგავსი სტატიები

„ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქვს სხვა მიზანი, ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი“

09 მაი 2018
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

21 ივლ 2018
მნიშვნელოვანია გაირკვეს დავალება ვინ გასცა, რომ რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო

მნიშვნელოვანია გაირკვეს დავალება ვინ გასცა, რომ რეზინის ტყვიები გამოყენებული ყოფილიყო

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge