ლონდონის პოლიციამ სოლსბერიში მოწამლული ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის შვილის იულია სკრიპალის განცხადება გაავრცელა. როგორც ცნობილია იულია სკრიპალი ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში მამამისთან ერთად იპოვეს.
განცხადებაში იულია სკრიპალი მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი და მამამისის გადარჩენაში შეიტანეს წვლილი.
„მე გონზე ერთი კვირის წინ მოვედი და მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ძალა ყოველდღიურად მემატება“, – წერია მის განცხადებაში.
როგორც BBC წერს, ლონდონის პოლიცია ხშირად ავრცელებს იმ ადამიანების განცხადებას, რომლებსაც სამართალდამცავები უგონო მდგომარეობაში პოულობენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარის გამო დაბნეული ვარ. იმედი მაქვს, რომ პატივს სცემთ ჩემს პირად ცხოვრებას და აარიდებთ ჩემს ოჯახს ზედმეტ ყურადღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები