ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ორივე მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები შეცვალა და სასამართლოს განსხვავებული ინფორმაციები მიაწოდა. ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეები, რომელიც ნამდვილად იქვე იმყოფებოდნენ, ამბობენ, თითქოს ვერ დაინახეს ვერაფერი.
„მეორე მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ მან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდა სასამართლოს. მას თვითონ უნდოდა ეჩვენებინა ის, რომ თითქოს მან ვერაფერი ვერ დაინახა, შესაბამისად მისი ჩვენება არ იქნება სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი.
პირველი მოწმის ჩვენება გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით ნამდვილად მნიშვნელოვანი არის, თუმცა არის წინააღმდეგობრივი, მან შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და ამავდროულად, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ მისი ჩვენება ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქმეში დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ბრალდების მხარის მოწმეები, რომელიც ნამდვილად იქვე იმყოფებოდნენ, ამბობენ, თითქოს ვერ დაინახეს ვერაფერი, ეს არის ის, რომ მათ არ სურთ მოახსენონ სასამართლოს სიმართლე, იმ დეტალებთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა“,-განაცხადა კაკაბაძემ.
კომენტარები