NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სუს: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანებია ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, დესტაბილიზაციის კერების შექმნა

სუს: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანებია ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, დესტაბილიზაციის კერების შექმნა

04 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1138 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები, სხვადასხვა საქმიანობის საფარქვეშ, (დიპლომატიური, კულტურული, ჰუმანიტარული, რელიგიური, კომერციული და სხვა), მუდმივად ცდილობენ, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ მათთვის სასურველი/საიდუმლო ინფორმაცია, შექმნან/გააფართოონ ჯაშუშური ქსელი, – 1tv.ge-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული სადაზვერვო სამსახურების მიზანია, გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გამოწვევების საპასუხოდ გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, კავშირზე მყოფი პირებისა და მათი კონტაქტების, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენასა და აღკვეთას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კონტრდაზვერვითისაქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია.

სუს-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვით საქმიანობას წარმართავდა კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების სფეროების გამოვლენას, კონტრზომების გატარებას, არსებული საფრთხეების შესახებ შესაბამისი უწყებებისა და პირების წინმსწრებ ინფორმირებას, სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას.

კომენტარები

2017 წლის ანგარიში ანგარიში დაზვერვა კონტრდაზვერვა სპეცსამსახურები სუს 2018-04-04
Tags 2017 წლის ანგარიში ანგარიში დაზვერვა კონტრდაზვერვა სპეცსამსახურები სუს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა

შემდეგი სტატია

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ

მსგავსი სტატიები

სასიხარულოა, რომ ვანო მერაბიშვილი ხვალ დააღწევს თავს რეპრესიულ სასჯელს, რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის

სასიხარულოა, რომ ვანო მერაბიშვილი ხვალ დააღწევს თავს რეპრესიულ სასჯელს, რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის

ირაკლი შალიკაშვილი 19 თებ 2020

საქალაქო სასამართლო თანატოლების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

03 თებ 2018

კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge