NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

04 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 885 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ს. და კ.ს. დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და  მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი  კ.ს. და გ.ს. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში თავს დაესხნენ ო.ჩ.-ს, რა დროსაც გ.ს.-მ ყელზე დანა დაადო, ხოლო კ.ს.-მ ყელზე ხელები მოუჭირა და სახეში დაარტყა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო.ჩ.-ს კუთვნილ თანხას 170 ლარის ოდენობით, 1200 ლარად ღირებულ  „Huawei p9″-ის ფირმის მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ს. და კ.ს. 2017 წლის 1 ივლისს ქ.თბილისში, სოფელ დიღომში დააკავეს. გ.ს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო კ.ს.-ს ასევე 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი  ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ს. და  კ.ს. სრულად  სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ს-ს 6 წლით, ხოლო კ.ს.-ს განაჩენთა ერთობლიობით  თავისუფლების აღკვეთა 10 წლით განუსაზღვრა.

კომენტარები

თავისუფლების აღკვეთა სასამართლო ყაჩაღობა 2018-04-04
Tags თავისუფლების აღკვეთა სასამართლო ყაჩაღობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

The Washington Post: კოსოვოში მომხდარი გატაცების შემდეგ ყველა ქვეყნის მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს

შემდეგი სტატია

„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა“

მსგავსი სტატიები

იუსტიციის მინისტრი: „იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში”

28 სექ 2018
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ იმსჯელეს

31 აგვ 2018
შსს-მ 6 თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა

შსს-მ 6 თვის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავა

30 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

  • დღე ისტორიაში – 22 მარტი

    დღე ისტორიაში – 22 მარტი

  • პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

    პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

  • იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

    იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

  • CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

    CNN: სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დიალოგის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge