NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – მთავრობამ ახალი სამშვიდობო ინიციატივა დაამტკიცა

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – მთავრობამ ახალი სამშვიდობო ინიციატივა დაამტკიცა

04 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 874 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რომელიც მან  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, საქართველოს მთავრობა აპირებს ინიციატივების განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშესახები სარგებლის მიღების, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წასახალისებლად.

„დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არის ქმედითი ნაბიჯი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია მშვიდობა, კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა და იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ყოველდღიურად განიცდის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კომენტარები

ახალი ინციატივა სამშვიდობო ინიციატივა ქეთევან ციხელაშვილი 2018-04-04
Tags ახალი ინციატივა სამშვიდობო ინიციატივა ქეთევან ციხელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პატრიარქის მაგინებელი ადამიანი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი“

შემდეგი სტატია

საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

მსგავსი სტატიები

მედვედევი ზელენსკის:ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო მოთელვაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით – კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით

მედვედევი ზელენსკის:ამჟამინდელი „ულტიმატუმები“ საბავშვო მოთელვაა მომავალ მოთხოვნებთან შედარებით – კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით

ირაკლი შალიკაშვილი 12 სექ 2022
ღუდუშაური: …რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არ არის ქვეყნის ევროინტეგრაცია

ღუდუშაური: …რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არ არის ქვეყნის ევროინტეგრაცია

ირაკლი შალიკაშვილი 19 სექ 2022

საშინელებათა ფილმები კადრს მიღმა

23 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge