დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინეს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომელსაც სოფიო ქაცარავა გამოეხმაურა:
„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირება დაზოგადად ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა.
ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიცგრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწობს ჩვენს მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას და იქნება უფროკონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული
სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ინიციატივას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომთანაბარი შესაძლებლობები შევუქმნათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ყველა იმ მიმართულებით რაც მათ პირობებსგააუმჯობესებს როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო კუთხით და საშუალებას მისცემს მათ ისარგებლონ ყველაიმ სიკეთით, რომელიც ახლავს ევროინტეგრაციის პროცესს.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სწორი ნაბიჯი და ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებზედაფუძნებული მიდგომა და მე სრულად ვუჭერ მხარს ამ ინიციატივას, ასევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა ჩართულობაც ამპროცესში არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის რომ სტრატეგიული მიზნების პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართოს.
ჩვენი პრაგმატული, პრინციპული და მშვიდობიანი მიდგომა სწორედ ასეთ ქმედებებს ეფუძნება და სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არგააჩნია”.
კომენტარები