NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის სამინისტრო: „განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება”

იუსტიციის სამინისტრო: „განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება”

04 აპრ 2018 ახალი ამბები, სამართალი 1381 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე სამოქალაქო კოდექსსა და კანონში სამოქალაქო აქტების შესახებ ცვლილებების პროექტი წარადგინა. უწყების ინიციატივით, კანონში ამჟამად არსებული ხარვეზი გასწორდება და განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადა აღარ ექნება.

კანონპროექტის მიზანი განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, რაც სამოქალაქო რეესტრში ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვას უზრუნველყოფს; მოქალაქეებს კი, რომლებმაც განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ ხანგრძლივი დროის, ხანდახან კი 10-15 წლის, შემდეგ შეიტანეს, დაბრკოლებები აღარ შეხვდებათ.

ცვლილებების თანახმად, განქორწინებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულ მოთხოვნაზე განქორწინების რეგისტრაციაზე ხანდაზმულობის ვადა აღარ გავრცელდება.

2011 წლის ბოლომდე განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელი იყო სასამართლო წესით განქორწინებიდან − 3 წლის, 2012 წლიდან კი − 10 წლის განმავლობაში. პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები განქორწინების რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებიდან დიდი დრო იყო გასული. შესაბამისად ისინი აბსურდულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ – უწევდათ ყოფილი მეუღლის დარწმუნება იმაში, რომ საჭირო იყო ხელახალი პროცედურები განქორწინებისათვის. იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებული ცვლილებები განქორწინების რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის და ათავისუფლებს მოქალაქეებს სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვისაგან.

კომენტარები

იუსტიცია იუსტიციის სამინისტრო სახლი 2018-04-04
Tags იუსტიცია იუსტიციის სამინისტრო სახლი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ელჩმა ინდონეზიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

შემდეგი სტატია

„გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი“

მსგავსი სტატიები

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და წესი – ეკა ბესელიას საკანონდებლო ინიციატივის განხილვას ხმაური მოჰყვა

სოსო ელისაშვილი 30 აპრ 2019
თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ოკუპანტებმა გაიტაცეს

თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ოკუპანტებმა გაიტაცეს

29 აგვ 2018
გიორგი ტყემალაძემ თბილისელებს ახალი წელი მიულოცა

გიორგი ტყემალაძემ თბილისელებს ახალი წელი მიულოცა

01 იან 2018

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge