NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ

04 აპრ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 642 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ მცირე, 5%-ით გაიზრდება,- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ  დღეს ქუთაისში, პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 4.5%-იან ზრდაზე, თუმცა, იანვარ-თებერვლის მშპ-ის რეალურმა ზრდამ უკვე 4.9% შეადგინა, მხოლოდ თებერვალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 5.5%-ს მიაღწია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 16.3%-ით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელსაც შენარჩუნებულია ექსპორტის იმპორტთან შედარებით მკვეთრი ზრდის ტენდენცია”, – აღნიშნა კომიტეტის  თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება და წელს, სავარაუდოდ, სამიზნე მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„გასულ წელს ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო სამომხმარებლო ფასების, ინფლაციის ზრდა.  სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ  მარტის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ინფლაციის დონემ -0.4% შეადგინა, ანუ, დეფლაცია დაფიქსირდა, წლიურმა ინფლაციამ კი – 2.8% შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის თარგეთი წელს 3%-ით განისაზღვრა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი-  3.5%-ზეა გათვლილი. ვფიქრობ, ინფლაცია მიმდინარე წელს დაგეგმილ ფარგლებში იქნება”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 8.7%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი წლების განმავლობაში 12%-ის ფარგლებში მერყეობდა.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება განაპირობა ექსპორტის იმპორტთან შედარებით და ტურიზმიდან შემოსავლების, ასევე უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდამ. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდა 530 მილიონი დოლარით, პირადად მე მიმაჩნია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია წელსაც გაგრძელდება და ქვეყანაში მაკროეკონომიკურ და სავალუტო სტაბილურობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ტემპებიც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოპერატიული მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობებმა  2 მლრდ. 961 მლნ. ლარი შეადგინა და გეგმა  213 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.

„ჩვენ სწორი კურსი გვაქვს აღებული, სწორი გზით მივდივართ და ეს  საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

კომენტარები

ირაკლი კოვზანაძე მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკა 2018-04-04
Tags ირაკლი კოვზანაძე მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სუს: უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანებია ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, დესტაბილიზაციის კერების შექმნა

შემდეგი სტატია

„მივესალმები, რომ მათ გაიზიარეს ჩვენი ინიციატივა, მაგრამ ძალიან მშივნელვანია, ამ ინიციატივის სწორი რეალიზება“

მსგავსი სტატიები

„ ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნების გაყალბების დამაადსტურებელი ფაქტების წარმოდგენას“

31 ოქტ 2017
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი

02 აპრ 2018

ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან

14 სექ 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

  • მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

    მიხეილ სარჯველაძე: ჩვენც გვაქვს ნამუშევარი, ჩვენც გვაქვს მოსაზრებები, რომელსაც საზოგადოება შეიტყობს

  • თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

    თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

  • პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

    პოდოლიაკი: ყირიმში, ოკუპანტების სამხედრო ობიექტებზე უახლოეს 2-3 თვეში, შესაძლოა, მეტი აფეთქებები მოხდეს

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge