იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე კვლავ დადის სამსახურში, თათბირებს ატარებს და თანამშრომლებს მითითებებს აძლევს. ამის შესახებ ჯანდიერი „ფეისბუქზე“ წერს.
„დილამშვიდობისა საქართველო! წყარო იტყობინება რომ რეესტრში არაფორმალური მმართველობის ხანა დაიწყო. ციყვთმოყვარული კვლავ დადის, მითითებებს აძლევს თანამშრომლებს, თათბირებს ატარებს და აშ. საუბარი მიდის იმაზე, რომ ქალი მენეჯერების მხრიდან გავრცელდეს სააგენტოს პოზიცია ყოფილი უფროსის დაცვის მიზნით. წყარომ დაადასტურა, რომ „ფეისბუქზე“ გავრცლებული წერილი მინისტრის შედგენილი იყო – ეჭვიც არ შემპარვია, პრესრელიზებს პირადად აკეთებდა. დრო დაჭირდება ნამდვილად იუსტიციის სისტემაში გაფუჭებული, შექმნილი უსამართლო გარემოს აღდგენას, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ ბოროტი მმართველობისგან ეს სამინისტრო მალე გათავისუფლდება. კლანები სამინისტროებს არ უნდა მართავდნენ“,-წერს ჯანდიერი.
https://www.facebook.com/jandieri.david/posts/10156219773559643
კომენტარები