უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის განაცხადებით, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გაარღვია, მან ბრძანება გასცა ცეცხლი არ გაეხსნათ, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო, თუმცა, „შემდეგ ჯერზე გვამები იქნება“.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენი ავაკოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეცდება გადმოკვეთოს უკრაინის საზღვარი, „იქნება გვამება“.
„სამწუხაროდ, შემდეგ ჯერზე საზღვრის გარღვევის მცდელობისას იქნება გვამები. იმ სიტუაციაში გადაწყვეტილება მივიღე ცეცხლი არ გაგვეხსნა, რათა სისხლისღვრას არ ჰქონოდა ადგილი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საქციელმა მას ბედნიერება და წარმატება მოუტანა“, – განაცხადა არსენ ავაკოვმა ЛИГАБизнесИнформ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
კომენტარები