სიდ-ას ყოფილი ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა დუმილი დაარღვია და მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მისი განცხადებით, ბრალდებები სექსუალური შევიწროების შესახებ, მისი რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად. დევდარიანის განცხადებით, ის იწყებს სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
„მე ვიწყებ სამათლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. მზად ვარ ვითანამშრომლო შსს-სთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცელის აპარატთან და მზად ვარ ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში, მზად ვარ ვიდავო ჩემი პატივის, ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე, მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად.
მე არ ვიბრძვი ვინმე დასამარცხებლად, ჩემი ერთადერთი მიზან იარის, რომ გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ „ფეისბუქ“ სასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული მათი მხრიდან.
სინამდვილეში რა იყო ამ ყველაფრის უკან, ვის ინტერესებში შედიოდა ჩემი გზიდან ჩამოცილება, ვის ინტერესებში შედიოდა კონკრეტულად ჩემი რეპუტაციის განადგურება, ყველაფერს მოგახსენებთ იმ სამართლებრივი ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც მე დღეს დავიწყე არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად.
ფაქტია, რომ მე რომ არ ვიყო ამ ყველაფერში დარწმუნებული, ეს ყველაფერი არც მოხდებოდა, რასაც დღეს ხედავთ. განაცხადი იმაზე, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, გულისხმობს იმას, რომ მე ვთვლი, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ის ბრალდებები, რომელზეც მოდიოდა ამ შემთხვევაში „ფეიბუქის“ საშუალებით. გაჟღედრა როგორც სექსუალური შევიწროვების, ასევე სისხლის სამართლლებრივი ნიშნებიც, რაც სავარაუდოდ გულისხმობს ძალადობის ფაქტებს.
ეს ჩემი მხრიდან არ განხორციელებულა და ჯობია, რომ ეს თქვას არა ზვიად დევდარიანმა, არამედ ეს თქვას იმ კომპეტენტურმა ორგანოებმა, ვისაც შეუძლია დაასკვნას იმ კანონის საფუძველზე, რაც ამ ქვეყანაში არსებობს“,-განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
კომენტარები