NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიას” BB- , ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Scope Ratings”-მა სს „ქართული ლუდის კომპანიას” BB- , ხოლო ობლიგაციებს BB საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა

03 აპრ 2018 ახალი ამბები 968 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2018 წლის 30 მარტს  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings GmbH -მა ს.ს  „ქართული ლუდის კომპანიას” ბიზნეს რისკის მიხედვით „BB-“, ხოლო ფინანსური რისკის მიხედვით  „BB” რეიტინგი  მიანიჭა. „ქართული ლუდის კომპანიაზე” რეიტინგი მინიჭებულ იქნა ეკონომიკურად სტაბილური და მზარდი  წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის,   ბაზრის წილისა და ძლიერი  საბალანო უწყისის გამო, რაცკომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.

რეიტინგის მინიჭებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ექსპერტმა სს ქართული ლუდის კომპანია შეაფასა დადებითად და აღიარა კომპანიის ბიზნესის სტაბილურობა და ფინანსური მდგრადობა. აღნიშნული რეიტინგი საშუალებას მისცემს კომპანიას გამოუშვას ლარის საჯარო ობლიგაცია, რაც დადებითი მოვლენაა როგორც კომპანიის ასევე საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

რეიტინგის მიღებისა და ობლიგაციების გამოშვების პროცესის წარმართვაში სს „ქართული ლუდის კომპანიას” თიბისი კაპიტალი (თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია) ეხმარება.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანია”   ბაზარზე 2011 წლის 03 ივნისს დარეგისტრირდა და რეკორდულ ვადებში – 9თვეში ბაზარზე წარადგინა ზედაზენის პირველი პროდუქცია. „ქართული ლუდის კომპანია”    უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. ქარხანა მთლიანად აღჭურვილია  ევროპის მოწინავე მწარმოებლების  დანადგარებითა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს ზედაზენის პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მსოფლიო სტანდარტებს.

როგორც კომპანიაში    აცხადებენ, წამყვანი ევროპული საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთიმაღალი შეფასება, დიდი წარმატებაა, რადგან რეიტინგი შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულრეიტინგს და ამავდროულად ასახავს საერთაშორისო ექსპერტების ნდობას კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიისადმი.

,,სს ქართული ლუდის კომპანია ერთ-ერთი პირველია ქართულ კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მიღებული „BB” რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რაც ქვეყანაში მოქმედ, ადგილობრივ კერძო კომპანიებს მიუღიათ. აღნიშნული კომპანიის საქმიანობისა და სტაბილურობის მიმართ ექსპერტების მაღალი სანდოობის გამოხატულებაა და ადასტურებს იმას, რომ  „ქართული ლუდის კომპანია” სრულად შესაბამება ევროპულ სტანდარტებს – როგორც წარმოებისა და პროდუქციის მაღალი ხარისხით, ასევე ბიზნესის მოწყობისა და მართვის მხრივ. კომპანიაში ამ საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრაციით გაიზრდება ხელმისაწვდომობა კაპიტალის ბაზრებზე, გაიზრდება ინვესტორების ინტერესები, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროექტების წამოწყებას და ქართული ეკონომიკის უფრო მეტად გაძლიერებას;”  – აღნიშნა ს.ს  ქართული ლუდის კომპანიის  დირექტორმა კახაბერ  კოტრიკაძემ

„მოხარული ვართ რომ სს „ქართული ლუდის კომპანიასთან” ვაგრძელებთ თანამშრომლობას. სქოუპ რეიტინგსის საკრედიტო რეიტინგი და მოსალოდნელი ლარის ობლიგაცია ბევრ ახალ შესაძლებლობას შეუქმნის კომპანიას და მისცემს საშუალებას თავი დაიმკვიდროს ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე როგორც უკვე საჯარო ქართულმა კომპანიამ” აღნიშნა თიბისი კაპიტალის დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა. ლარში დენომირიებული  ობლიგაციის  საჯარო განთავსების ტრანზაქციაზე აგენტად კომპანიამ თიბისი კაპიტალი დანიშნა.

ცნობისთვის, Scope Ratings GmbH საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო სააგენტოა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა აკრედიტირებული.

Reference 1: Georgia;  https://www.scoperatings.com/#search/research/detail/154568EN

Reference 2: GBC: https://www.scoperatings.com/#search/research/detail/156135EN

კომენტარები

tbc TBC Capital კონფერენცია 2018-04-03
Tags tbc TBC Capital კონფერენცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ქალთა მოძრაობა“: დევდარიანს აქვს შესაძლებლობა და უფლება ამტკიცოს, რომ ეს არ იყო სიმართლე

შემდეგი სტატია

სოფო კილაძე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერა სოციალური მუშაკის რეფორმასთან დაკავშირებით

მსგავსი სტატიები

“ყაზტრანსგაზის” წილის შეძენა 2006-2007 წლებში სურდა ჩვენს ჯგუფს – კალაძე ბრალდებებს უარყოფს

18 იან 2019

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ შეინიშნება

24 სექ 2017
კვირიკაშვილი: „ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“

კვირიკაშვილი: „ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“

სოსო ელისაშვილი 14 მარ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

  • ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

    ფილმები მოდის ინდუსტრიის შესახებ

  • ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

    ყოველდღიური ჩვევები შინაგანი ბედნიერების მისაღწევად

  • გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

    გიგა ბოკერია ლაზარე გრიგორიადისზე: ამ ბიჭის ბედი ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულ საკითხად იქცა

  • პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

    პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს უბრალოდ აბსურდია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge