რუსეთის სახელმწიფო დუმა ლატვიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. რუსი დეპუტატები აღშფოთებულები არიან ლატვიის მიერ ქვეყნის საშუალო სკოლებში სწავლების მხოლოდ მშობლიურ ენაზე დაშვების გამო. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები ირღვევა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სანქციები შეიძლება გულისხმობდეს ფინანსური ოპერაციების შეზღუდვას, საბაჟო ტარიფების გაზრდას, ტურიზმის შეზღუდვას ან საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების გაუქმებას.
კომენტარები