NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

03 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 560 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, დედაქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ქუჩის კეთილმოწყობა მოხდება.

„ქუთათელის ქუჩაზე საბურთალოს გამგეობამ სამუშაოები დაასრულა. ეს ქუჩა რეაბილიტაციამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი პრეტენზია ისმოდა. დღეს ქუჩა უკვე კეთილმოწყობილი და გალამაზებულია.  სრულად მოწესრიგდა გზის საფარი, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათებები. მოქალაქეები ამ ქუჩაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადადგილებას შეძლებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, 182 მეტრის მანძილზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და მოეწყო  მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.

გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი  განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

ქუთათელის ქუჩის გახსნისთანავე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემაც ამოქმედდება, რომელიც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სქემის შესაბამისად, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ისინი გადაადგილებას მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ.

სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო ნიშნები განათავსა. ასევე, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელი.

კომენტარები

გზის რეაბილიტაცია კახა კალაძე ქუთათელის ქუჩა 2018-04-03
Tags გზის რეაბილიტაცია კახა კალაძე ქუთათელის ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„აბოლებს, რომ საპრეზიდენტოს მოიგებს და მერე ჩამოვა“

შემდეგი სტატია

„ვიწყებ სამათლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად“

მსგავსი სტატიები

აქციასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

აქციასთან დაკავშირებით, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ნინო ჩხეიძე 08 ნოე 2020

„უკრაინაში დაბრუნების ყველანაირი კანონიერი უფლება მაქვს“

18 აგვ 2017
კახა კალაძემ მაია ბითაძეს ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა  

კახა კალაძემ მაია ბითაძეს ორი კვირის ვადაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმის შემუშავება დაავალა  

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge