„ქართული ოცნების პირობებში მართლმსაჯულება გახდა უაღრესად პოლიტიზირებული. პატიმრები ციხეში არიან პოლიტიკური ნიშნით,ადამიანების გათავისუფლება ხდება მხოლოდ უმრავლესობის პოლიტიკური შეხედულებებით, ამას ემატება პრეზიდენტ მარგველაშვილის დამოკიდებულებაც და ნეპოტისტური ნიშნით ციხიდან ადამიანის გათავისუფლება,” – ევროპული საქართველოს წევრი, ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე მარგველაშვილის მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ქორიძის შეწყალებასთან დაკავშირებით.
,,ევროპული საქართველოს სახელით მინდა გამოვეხმაურო იმ სკანდალს , რომელიც აგორდა შეწყალებასთან დაკავშირებით ქორიძის საქმეზე ამ დღეების განმავლობაში . ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს , რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით , რომ სურდა მოეგვარებინა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები , რომლის ნაწილიც მართლაც არსებობდა 2012 წლამდე , მაგრამ მიუხედავად ამ დაპირებისა მიუხედავად იმისა , რომ მათ ჰქონდათ მანდატი ხალხისგან ,
რომ მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები მოეგვარებინათ მათ კიდევ უფრო დაამძიმეს და გააუარესეს ამ სფეროში სიტვაცია , ის ურთიერთ ბრალდება , რომელიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში დიდი ქართული ოჯახის სხვადასხვა წევრებისგან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან და მათ შორის ქართული ოცნების პრეზიდენტისგან , რომელიც მერე განუდგა ამ გუნდს , რეალურად ორივე მხარე არის მართალი ბრალდებები ერთმანეთის მიმართ არის მართალი კონკრეტულად რას ვგულისხმობ ამაში ერთის მხრივ , როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ ვნახეთ ,
რომ მართლმსაჯულება გახდა უაღრესად პოლიტიზირებული არა მხოლოდ ის , რომ პოლიტიკური ნიშნით არიან პატიმრები ციხეში არამედ ის , რომ განთავისუფლება ადამიანების ხდება პოლიტიკური ნიშნით და ის წერილი , რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან მიწერილი პრეზიდენტზე არის ამის ნათელი წერტილი როგორ ხდებოდა ადამიანების განთავისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე , მაგრამ ამას ასევე დაემატა მეორე ძალიან შემაშფოთებელი ვითარება , რომლის კარგი გამოვლინება არის პრეზიდენტ მარგველაშვილის დამოკიდებულება , რომ მან ნეპოტისტური ნიშნით გაანთავისუფლა კონკრეტული ადამიანი ციხიდან. ეს ორი პრობლემა ბოლო წლებში სერიოზულად დამამძიმებელი გახდა მართლმსაჯულებისათვის განსხვავებით იმ დროისა , რომელსაც ასე აკრიტიკებდა ქართული ოცნება ანუ 2012 წლამდე არსებულ ვითარებას.“
კომენტარები