NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერ-მინისტრის ამერიკელ კონგრესმენ უილ ჰარდს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის ამერიკელ კონგრესმენ უილ ჰარდს შეხვდა

03 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკელი კონგრესმენის, უილ ჰარდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გასული 2017 წელი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების წარმატება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. კონგრესმენმა ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დადებითად შეაფასა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ამერიკელმა კონგრესმენმა უილ ჰარდმა ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. კონგრესმენის თქმით, აშშ დიდად აფასებს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესმენ უილ ჰარდს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი უილ ჰარდი 2018-04-03
Tags გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი უილ ჰარდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცხენის და ვირის ხორცი საკვებში – სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგები

შემდეგი სტატია

გერმანიის მოქალაქის ბინიდან 400 გრამი კოკაინი, დაახლოებით, 1 კგ „მდმა“ და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს

მსგავსი სტატიები

„სიკვდილამდე 10 წუთით ადრე“

„სიკვდილამდე 10 წუთით ადრე“

15 იან 2018
ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე

ჩვენ ყველა ერთად, არა უბრალოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ, არამედ გავიმარჯვებთ თითოეული მოქალაქის პრობლემებზე

ირაკლი შალიკაშვილი 20 ივლ 2020
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა

25 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge