NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

იუსტიციის მინისტრმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

03 აპრ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 343 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანი მიიღო. შეხვედრა ამერიკელი მოსამართლის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ელისონ დუნკანთან ერთად ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები.

აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვიზიტის მიზანი საქართველოში სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის პროცესის გაცნობაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელმა, ელისონ დუნკანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რეფორმის სამივე ტალღასა და არასრულწლოვანთა სისხლის მართლმსაჯულების კოდექსზე. თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა გააცნო, რომელთა შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია; დაბრუნდა სატელევიზიო კამერები სასამართლო დარბაზებში; დამკვიდრდა მოსამართლეთა შეფასების სისტემა და შემუშავდა მისი კრიტერიუმები; დაინერგა სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა. საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმასაც, რომელმაც პირველად შექმნა ქართული მართლმსაჯულების სფეროში სპეციალიზებული სისტემა 14-18 წლების ასაკის მოზარდთათვის და მოარგო ის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს.

თეა წულუკიანმა ელისონ დუნკანს რეფორმირების პროცესის გაგრძელების საკუთარი ხედვაც გააცნო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღესვე მოსაგვარებელია, რადგან, მინისტრის აზრით, როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები მნიშვნელოვანი საკითხების სამუშაო რეჟიმში განხილვის ნაცვლად ამ საკითხებზე ტელევიზიების მეშვეობით მსჯელობენ, მართლმსაჯულების ინტერესი ზიანდება და ასეთ მიდგომას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობის აუცილებელ პრინციპთან.
იუსტიციის მინისტრისა და აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შეხვედრა „USAID”-ის პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” − ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

აშშ ელჩი იუსტიციის მინისტრი 2018-04-03
Tags აშშ ელჩი იუსტიციის მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სარალიძე: თუ მოწმეს ჩემ შვილთან შეხება არ ჰქონია, როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე ჩემი ბავშვის სისხლი

შემდეგი სტატია

ელექტრომომარაგება 4 აპრილს დროებით შეიზღუდება

მსგავსი სტატიები

ხელისუფლების ყველა შტო არის უფუნქციო – სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ხელისუფლების ყველა შტო არის უფუნქციო – სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ირაკლი შალიკაშვილი 04 დეკ 2019
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

23 აგვ 2018
ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომის დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანა

05 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიში ასახავს ჩვენს სულისკვეთებას – იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს მკაფიო განცხადებას

  • მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

    მამუკა ხაზარაძე: კონკურენტი პარტიები ვსხედვართ იქ და ვართ გაერთიანებული გაყალბებული არჩევნების გარშემო

  • თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

    თინა ბოკუჩავა: თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ …

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge