ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. გიორგი გიორგანაშვილმა ახალ ბრალთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა. მსახიობის განცხადებით, ის არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და იბრძოლებს იმისთვის, რომ საკუთარი უდანაშულობა დაამტკიცოს.
„არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას და გულით მრცხვენია იმ პარლამენტარების და იმ სისტემის, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის დისკრედიტაციას, მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც ამდენი წელია ცდილობს ნარკოპოლიტიკის შეცვლას და პრეზიდენტის დისკრედიტაციას, რომელიც ყოვლად უსამართლოა. აუცილებად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“,-განაცხადა გიორგანაშვილმა.
დღვანდელ სხდომაზე წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა. სხდომა 21 მაისს დაინიშნა.
გიორგანაშვილს ახალი ბრალი გუშინ წაუყენეს, რომელიც სასჯელის სახით 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.
კომენტარები