არცერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ნომერ პირველ ამოცანად ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება რჩება.
“ამ მიმართულებითაც, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არცერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები