თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე 438 მიმდინარე 108 დაბლოკილი და 4 განსახილველი იდეა ფიქსირდება. ერთ-ერთი იდეის ავტორი “ბოთლიყლაპია აპარატები საქართველოში” პროექტის განხილვას ითხოვს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.
იდეას თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ის 2500 ხმას შეაგროვებს, ამ დროისთვის კი ამ იდეას 2542 ხმა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერია ვალდებულია კუკური ბარამიძის იდეა განიხილოს.
ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობვლემას ერთდროულად აგვარებს:
1) დანაგვიანება – ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ. 2) გაჭირვება – ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს,”- ამბობს იდეის ავტორი.
კომენტარები