NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი: კახეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება

პრემიერი: კახეთში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები გაიხსნება

02 აპრ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი 988 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თელავში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ილაპარაკა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია რეგიონისთვის. კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი“ – თქვა პრემიერმა და დასძინა, რომ  წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: ,,რედისონი წინანდალი“, ,,ჰოლიდეი ინი თელავი“.

მისივე თქმით, 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები ,,გოლდენ ტიულიფი“ და ,,ვილა გოდოლი“.

„ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კახეთში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე  ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის. მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ,

რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე. იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში.

„კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი კახეთი პრემიერი 2018-04-02
Tags გიორგი კვირიკაშვილი კახეთი პრემიერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ახალგაზრდა ქართველი მოკრივეები სამშობლოში ისტორიული მედლებით დაბრუნდნენ

შემდეგი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2004 წელს ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

დაპრისპირება ვაკის პარკთან – პრორუსული აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილი აერიათ და ელისაშვილის ორგანიზაციის წევრებს შეურთდნენ

დაპრისპირება ვაკის პარკთან – პრორუსული აქციის მონაწილეებს შეკრების ადგილი აერიათ და ელისაშვილის ორგანიზაციის წევრებს შეურთდნენ

სოსო ელისაშვილი 09 მაი 2019

ციტრუსის მოსავლის დაზღვევის ბოლო ვადა 5 ნოემბრით განისაზღვრა

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018

ნატალია ვადიანოვას უცნაური კოსტუმი

29 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

    კალაძე: მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

  • დავით უსუფაშვილი:  ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

    დავით უსუფაშვილი: ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე”

  • ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

    ხარების და ბზობის დღესასწაულებზე მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დაუშვებენ სამების ტაძრის ეზოში

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge