თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ. მემანქანეები აცხადებენ, რომ მათ ყოველდღიურად მუშაობა მძიმე პირობებში უწევთ და მემანქანეების საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე უნდა გაიზარდოს. გაფიცვის პროცედურების დასაწყებად შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიაში პროფკავშირებმა შეიტანეს.
„მოთხოვნა არის ხელფასის ტარიფის ზრდა, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას მოლაპარაკების გზით, მედიატორის საშუალებით, შემდეგ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ შრომის კანონით გათვალისწინებული 21 დღის გასვლის შემდეგ გადავიდეთ საგაფიცვო რეჟიმში“,-განაცხადა მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ.
კომენტარები