საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს-ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის.
ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“,-ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.
კომენტარები