თბილისის საქალაქო სასამართლო ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
გამოძიება ქორიძეს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ორგანიზებას ედავება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატ სალომე ჯანიაშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ქორიძის მერ, დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს.
„ბრალი რაც წარდგენილი აქვს, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის ამის დამადასტურებელი, შესაბამისად, რომ შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება, უნდა არსებობდეს ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი და ეს სტანდარტი საფუძველი, ბრალი რომ წარედგინოს და აღკვეთის ღონისიება რომ იყოს გამოყენებული, საქმეში არ არსებობს“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.
კომენტარები