გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰეიკო მაასს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება და დროთა განმავლობაში კავშირების აღდგენა სურს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრმა გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა.
მიუხედავად ამ განცხადებისა მაასი მიიჩნევს, რომ გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება საჭირო იყო, რათა ქვეყანას სოლიდარობა გამოეცხადებინა დიდი ბრიტანეთისთვის და სიგნალი გაეგზავნა რუსეთისთვის, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია. მისივე თქმით, სკრიპალის საქმის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის ნდობა დაიკარგა.
„ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება რუსეთი რეგიონალური კონფლიქტების მოსაგვარებლად, განიარაღებისთვის და როგორც მულტილატერალიზმის ერთ-ერთი ნაწილი“, – აცხადებს მინისტრი. სწორედ ამიტომ, მაასის თქმით, გერმანია ღიაა დიალოგისთვისა და ნდობის აღდგენისთვის „თუ რუსეთ ამისთვის მზადაა“.
კომენტარები