NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

01 აპრ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1011 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) მესტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“მინდა, გამოვეხმაურო ზემო სვანეთში, კერძოდ მესტიაში განვითარებულ მოვლენებს, მე როგორც იმ კუთხის შვილმა, სადაც არის ჩემი მამა-პაპათა ძვალთ შესალაგი, რომელთაც დღემდე მოუტანიათ ის სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა და მიწა-წყალი, რითაც თითოეული ქართველი თავს იწონებს მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე, ჩემი სინდისი არ მაძლევს უფლებას არ გამოვხატო ჩემი გულისტკივილი და არ თანავუგრძნო სვანეთში მიმდინარე პროცესებს.

მაშინ, როდესაც საზოგადოება და ხალხი არის ხელისუფლების არსებობის მთავარი წყარო, მათ ხმას გულდასმით უნდა უსმენდნენ და ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ვფიქრობ, უნდა იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსესუსით მიღებული. ყოვლად მიუღებელია, როდესაც კერძო კომპანია ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს „თუნდაც დადებითი” პროექტის ხორცშესხმას და ასევე მიუღებელია, როცა სახელმწიფო სტრუქტურები ნაცვლად ხალხსა და კერძო კომპანიას შორის მომრიგებლური როლისა, ერთგვარად გვევლინება მხარედ. ჩვენ საზოგადოებამ სახელმწიფოსთან ერთად ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა მკვიდრი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მშვიდობიანი დიალოგის გზით გადაიჭრას ჩვენს წინაშე არსებული პრობლემა, ისე, რომ არ შეფერხდეს სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ზემო სვანეთში შეუქცევადი უარყოფითი პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არსებულ ხელისუფლებას”- ნათქვამია  მეუფე გიორგის განცხადებაში. 

ცნობისთვის, სვანეთში, მოსახლეობის ნაწილი „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს.

კომენტარები

ეპისკოპოსი გიორგი მესტია ჰესი 2018-04-01
Tags ეპისკოპოსი გიორგი მესტია ჰესი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი ტატუნაშვილზე: ვერ გატეხეს, ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ

შემდეგი სტატია

„დასაჯეთ მტრები და გაათავისუფლეთ საქართველო“

მსგავსი სტატიები

წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება, კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს

წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება, კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს

ირაკლი შალიკაშვილი 10 თებ 2022
„მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიტიკურად აქტიურმა პირებმა ირინა ენუქიძეს შესთავაზეს თანხა, იმისთვის, რომ ის ჩამოშორებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს “

„მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიტიკურად აქტიურმა პირებმა ირინა ენუქიძეს შესთავაზეს თანხა, იმისთვის, რომ ის ჩამოშორებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციებს “

27 სექ 2017
„გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება“

„გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება“

16 თებ 2018

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge