NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»წულუკიანი: „თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი“

წულუკიანი: „თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი“

31 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 907 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეკა მესხიძემ იკადრა ტყუილი, როცა 2018 წლის 24 მარტს საზოგადოებას უთხრა, თითქოს იუსტიციის მინისტრმა იცოდა მის მიერ გახმაურებული ამბის შესახებ და თითქოს მინისტრმა მას უპასუხა, რომ „ეს არაფერია“ – აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა გუშინ საღამოს გააკეთა.

როგორც ისუტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სინამდვილეში, ეკა მესხიძემ იუსტიციის მინისტრს რეაგირებისთვის მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს მიმართა. სწორედ ამ დღეს შემოიტანა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში წერილი და სახალხო დამცველის რეკომენდაციის ასლი თეა წულუკიანის სახელზე.

„აქვე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც მინისტრის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გამოვიდა  და ამავდროულად მხარეების გარდა (მესხიძე-უგრეხელიძე) სხვა პირებისთვის კონფიდენციალურია, ეკუთვნის პირადად პაპუნა უგრეხელიძეს. კერძოდ, პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველი აძლევს რეკომენდაციას შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო. მოწოდება გადადგომის, ან თანმდებობის დატოვების შესახებ დასკვნაში არ არის.

„ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს.

ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული; ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც „რუსთავი 2“- ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური.

შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი რომ მერე რა მოხდა ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი.

შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ.

როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა, და საქმის მასალები რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ უნდა ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

ეკა მესხიძე თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტრო პაპუნა უგრეხელიძე 2018-03-31
სოსო ელისაშვილი
Tags ეკა მესხიძე თეა წულუკიანი იუსტიციის სამინისტრო პაპუნა უგრეხელიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ“

შემდეგი სტატია

კობახიძე: აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ახალი ინიციატივები განიხილება

მსგავსი სტატიები

გვარამია: „რ2-ის პარტიულ რუპორობაზე რომ ყრანტალებენ, მისი დამფინანსებელი პარტიის სინქრონში“

23 აპრ 2018
“ქართველებმა აირჩიეს რუსეთი, ვაღმერთებ საქართველოს” – რუსი მსახიობი სტანისლავ სადალსკი

“ქართველებმა აირჩიეს რუსეთი, ვაღმერთებ საქართველოს” – რუსი მსახიობი სტანისლავ სადალსკი

ნინო ჩხეიძე 18 იან 2023
“მიზანია დავაფიქსიროთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა” – გიდები დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ

“მიზანია დავაფიქსიროთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა” – გიდები დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ

ირაკლი შალიკაშვილი 28 მაი 2019

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge