NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თეა წულუკიანი: ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით

თეა წულუკიანი: ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით

31 მარ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 471 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წულუკიანმა კომენტარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. მინისტრმა ტყუილის თქმაში დაადანაშაულა ეკა მესხიძე, რომელმაც პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.

“მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ეს არის ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ეთერში სახე დაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის, იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს, მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია-მეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა”- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ სასამართლო განხილვებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება, რომ მშვიდ პირობებში, სასამართლოში განახილილონ. როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან, მან მოიტანა საქმის მასალები, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა და მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი, საიდანაც, თითქოს, გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში”- განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საჯარო რეესტრის თავმჯდომარე, პაპუნა უგრეხელიძე ყოფილმა თანამშრომელმა, ეკა მესხიძემ  სექსუალურ შევიწროებასა და მუქარაში დაადანაშაულა. შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენს მიმართა. დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა”.

მესხიძის თქმით, მან სახალო დამცველის დასკვნა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს გაუგზავნა, რომლის დაქვემდებარებაშიცაა საჯარო რეესტრი. მისივე თქმით,  მინისტრისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

პაპუნა უგრეხელიძე ბრალდებებს უარყოფს. მან თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ უგრეხელიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გაავრცელა. 

კომენტარები

ეკა მესხიძე თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძე 2018-03-31
სოსო ელისაშვილი
Tags ეკა მესხიძე თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კვირიკაშვილს რომ გააგდებს ბიძინა, ეგრევე სამსახურში ავიყვან“

შემდეგი სტატია

ლიფტში არასრულწლოვანზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სტატიები

აფბა ზურაბ ალავიძეს მიმართავს – დაუყონებლივ შეცვალეთ ტენდერების ჩატარების წესები

აფბა ზურაბ ალავიძეს მიმართავს – დაუყონებლივ შეცვალეთ ტენდერების ჩატარების წესები

14 თებ 2018
რატომ დამალა შსს-მ ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტი

რატომ დამალა შსს-მ ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტი

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

17 სექ 2017

უახლესი ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

    „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, მძევლები კი გათავისუფლებული

  • როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

    როგორი დრო დადგა, “ოცნება” თავის ყოფილ წევრებს ეხვეწება, პარლამენტიდან გადით და “ნაციონალებს” ეხვეწება, შემოდითო

  • საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

    საქართველომ 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა

  • თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

    თეა წულუკიანი: კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge