მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა, კვლვაც გამოუძიებელი რჩება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანის შესახებ ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს აცხადებდა, პროცესი რეალურად კვლავაც არ დაძრულა.
ამასთან, საზოგადოებას არ მოუსმენია განმარტებები გამოძიების გაჭიანურების მიზეზებზე ან დასრულების სავარაუდო ვადაზე.
ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედების მსგავსად, არაა დაინტერესებული პრეზიდენტის მკვლელობის საქმის სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით. მეტიც: პროკურატურა გამიზნულად უშლის ხელს ჭეშმარიტების დადგენას. ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს და ადვოკატს არ ეძლევათ საქმის მასალების გადაღების საშუალება, არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
30 მარტს, სასტუმროში „ძველი თბილისი” ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის შესახებ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიბაში მონაწილეობა მიიღეს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა, სამის ადვოკატმა, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადენლებმა. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებშ, კახა კოჟორიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე.
სამწუხაროდ, მოწვევის მიუხედავად, კონფერენციაში არც ამჯერად მიუღია მონაწილეობა სახალხო დამცველს.
31 მარტს, 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართება.
კომენტარები