ვანსა და ხონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა ქართული ოცნების კანდიდატთან დაკავშირებით
,,ვანსა და ხონში ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა და ფაროსანა, რომელმაც გაანადგურა მოსავალი და სურსათის გარეშე დატოვა მოსახლეობა.ეს ყველაფერი შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით – უპატრონობა. ამ ფონზე, ქართული ოცნება კანდიდატად აყენებს მოქმედი გუბერნატორს, რაც უბრალოდ ცინიზმია. ეს მათი საქმეა. ჩვენი ამოცანა არის,
რომ ვანელების და ხონელების ძალა მთელს საქართველოს ვანახოთ. აქედან დაიწყება აგურ-აგურ ქართული ოცნების დაშლა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ჭიჭინაძის დამსახურებით, მისი უმოქმედობითაა შექმნილი. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ვანსა და ხონში სიღარიბე, უმუშევრობა, უიმედობა, ფაროსანა და ფაროსანას მიერ გამოწვეული პრობლემები და ჯობია, ვიზრუნოთ ამაზე, ვიდრე ვისაუბროთ კანდიდატებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში,’’ – განაცხადა გიგი უგულავამ.
კომენტარები