NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სოფო კილაძე: სოციალური მუშაკის რეფორმა ნიშნავს მეტ რეალიზებულ და ნაკლებ გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში

სოფო კილაძე: სოციალური მუშაკის რეფორმა ნიშნავს მეტ რეალიზებულ და ნაკლებ გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში

30 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 348 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ადამიანის უფლებათა  დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით,  პარლამენტში დაწყებულია მუშაობა   სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე.  დღეს კომიტეტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კანონპროექტის სამუშაო ვერსიის დეტალებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მოწვეულმა სტუმრებმა:

აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, პროფესიული თემის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განმარტებით, ეს არის  დიდი და  მრავლისმომცველი რეფორმა, რომელიც  მიმართულია იქითკენ, რომ  საზოგადოებაში უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს რეალიზების საშუალება და სახელმწიფო გვერდით დაუდგეს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და დახმარება.  მისი მოსაზრებით,  სოციალური მუშაკის რეფორმა ნიშნავს მეტ რეალიზებულ და ნაკლებ გაჭირვებულ ადამიანს საქართველოში.

„თუმცა ეს, რა თქმა უნდა, 1 თვეში ან 1 წელიწადში ვერ მოხდება. დაახლოებით 7 წლის განმავლობაში  პერმანენტულად უნდა მოხდეს ამ რეფორმის განხორციელება. პირველ რიგში, უნდა მივიღოთ კანონი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მცირე ხანში  შევიტანთ პარლამენტში ამ პროექტს  განსახილველად.  შემდეგ უკვე უნდა მოხდეს ეტაპობრივად, წლების მიხედვით, მისი იმპლემენტაცია.

წინასწარი გაანგარიშებით, 2025 წლისთვის უკვე უნდა გვქონდეს ძალიან მყარი გარანტიები სოციალური მუშაკებისთვის და, პირველ რიგში,  ბენეფიციარებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

პოლიტიკა სოფო კილაძე სოციალური მუშაკის რეფორმა 2018-03-30
სოსო ელისაშვილი
Tags პოლიტიკა სოფო კილაძე სოციალური მუშაკის რეფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კვირიკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დიდი ხანია დასრულებულია“

შემდეგი სტატია

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ექვსი მოქალაქის დაკავების გამო დაზვერვის სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მსგავსი სტატიები

NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება

NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება

01 აგვ 2018
50%-ის კონტროლი, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის – აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა

50%-ის კონტროლი, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობის – აქიმიძე და დვალი ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა

ირაკლი შალიკაშვილი 01 აგვ 2019

ირაკლი კობახიძე: კორუფციისა და კარტელური გარიგებების სისტემური პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია

15 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

  • “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

    “შარლ მიშელს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება”

  • ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

    ამ ხალხს შეთანხმება არ უნდა, ამ ხალხს უნდა ჩხუბი

  • მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

    მართლმსაჯულების სისტემა მაქსიმალურად ჰუმანური იყო ნიკა მელიას მიმართ

  • შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ჩვენი კონკრეტული შეთავაზება იყო, რომ პროცესი ფასილიტაციიდან უნდა გადავიდეს კონკრეტულ მედიაციამდე

  • სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

    სუს-ის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

  • მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

    მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

  • ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

    ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან – ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge