პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
„მე მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვენი კომიტეტის ზედამხედველობისსფეროში არსებული უწყებაა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ”,- განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი განცხადებით, მაია ცქიტიშვილს საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში დიდი წვლილი მიუძღვის და ის სამინისტროს ფუნქციონირებასმეტად ეფექტურს გახდის.
„მაია ცქიტიშვილს დიდი წვლილი აქვს ზოგადად საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესში. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ყველაის დეტალი, რომელიც დაკავშირებულია ზოგადად სახელმწიფო სამსახურის ფუნქციონირებასთან ასევე, მისი ხელმძღვანელი პოლიტიკური პირებისმთავარ გამოწვევებთან და მათ ეფექტურობასთან”,- განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ,რომან კაკულიამ.
კომენტარები