NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»14 წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე ა.ბ.-ს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

14 წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე ა.ბ.-ს 9 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

30 მარ 2018 ახალი ამბები, სამართალი 691 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და დ.ო.-ს განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და უზენაესი სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დ.ო.-ს და ა.ბ.-ს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ა.ბ.-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დ.ო.-ს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დ.ო. გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცველების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. 2015 წლის მარტში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული გამოძიების პირობებში, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

ჩატარებული გამოძიების შედეგად 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ა.ბ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და მას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საგამოძიებო უწყების მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ა.ბ.-ს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

კომენტარები

მთავარი პროკურატურა მკვლელობა უზენაესი სასამართლო 2018-03-30
სოსო ელისაშვილი
Tags მთავარი პროკურატურა მკვლელობა უზენაესი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შემდეგი სტატია

ლაშა დარსალია საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურა

მსგავსი სტატიები

ნიკოლას მადურომ აშშ-ს მიმართა

13 დეკ 2017
შსს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

შსს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე ინფორმაციას აქვეყნებს

26 მაი 2018

აქციაზე დაკავებული მიხეილ კაჭკაჭიშვილი ქალაქის პოლიციის მთავარ სამმართველოშია

26 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სურამში სასტუმრო შენდება

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge