NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოში „დოპელმაიერის“ საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის

საქართველოში „დოპელმაიერის“ საბაგიროებზე მომუშავე პერსონალი დამატებით გადამზადებას გაივლის

29 მარ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 937 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში.
ამის შესახებ ცნობილი გახდა პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლის ვალერი იაშინის შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული,

თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც გულისხმობს ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს, გამოიყენებენ სპეციალურ სიმულატორს, რომელსაც „დოპელმაიერი“ ჩამოიტანს. ყველა გადამზადებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ არსებული კადრების გადამზადებასთან ერთად, უნდა მოხდეს ახალი კადრების მომზადებაც, რომელთა სერტიფიცირების პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მოხდება მსოფლიოში აღიარებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, თუ რა ტიპის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საბაგიროებზე ახალი მიდგომების შესაბამისად. როგორც „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ამ გამოცდილების საქართველოში გაზიარება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ასევე ჩამოვლენ კომპანია „ლაიტნერის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც შეამოწმებენ ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს და „დოპელმაიერის“ მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს. ქართული მხარის ინიციატივით, ასევე იგეგმება „პომას“ წარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.

კომენტარები

გუდაური დოპელმაიერი საბაგიეროები 2018-03-29
სოსო ელისაშვილი
Tags გუდაური დოპელმაიერი საბაგიეროები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდთან დაკავშირებით

შემდეგი სტატია

სინოპტიკოსები უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებენ

მსგავსი სტატიები

„ბატონო ბიძინა, მასე ნაცების დროსაც რომ გამოგვერთო „მაესტრო“ და „კავკასია“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავდით“

„ბატონო ბიძინა, მასე ნაცების დროსაც რომ გამოგვერთო „მაესტრო“ და „კავკასია“ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავდით“

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
“2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”

“2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”

ნინო ჩხეიძე 06 აგვ 2021
ედუარდ სააკაშვილი: თუ მამაჩემი კვლავ გადაწყვეტს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს იქნება სიგიჟე

ედუარდ სააკაშვილი: თუ მამაჩემი კვლავ გადაწყვეტს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ეს იქნება სიგიჟე

ნინო ჩხეიძე 29 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge