მე ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას. ჟურნალისტებმა პრემიერმინისტრს დაუსვეს კითხვა სამთავრობო ცვლილებებისა და მის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარები