NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ეკატერინე მიქაბაძე: ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის

ეკატერინე მიქაბაძე: ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისთვის

29 მარ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 854 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ ფარგლებში განვიხილავთ ყველა იმ საკითხსა და კონკრეტულ თემას, რასაც ბიზნესი წამოჭრის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, „კერძო სექტორის განვითარების ხელშემწყობი საკომუნიკაციო საბჭოს“ სხდომა არის პლატფორმა, სადაც კერძო სექტორი ხელისუფლებას საკუთარ გამოწვევებს უზიარებს, ხელისუფლება კი თავის მხრივ, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს.

„მთავრობის მიერ ინიცირებული საკითხების ბიზნესისთვის გაცნობა და განხილვა ინტენსიური დიალოგის რეჟიმში ხდება. ასევე წარმოდგენილი იქნება ის თემები, რომელიც დღეის მდგომარეობით აწუხებს ბიზნესს. ბიზნესი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და შესაბამისად, მათ მიერ წამოჭრილი საკითხები მნიშვნელოვანია შემდგომ უკვე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და  GIZ-ის მხარდაჭერით იმართება. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე „კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის“ ფარგლებში, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა.  მისი მიზანია  კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

კომენტარები

ბიზნესი ეკატერინე მიქაბაძე ეკონომიკა კერძო სექტორი მინისტრის მოადგილე 2018-03-29
სოსო ელისაშვილი
Tags ბიზნესი ეკატერინე მიქაბაძე ეკონომიკა კერძო სექტორი მინისტრის მოადგილე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კამპანია – „ნუ მოჭრი ბზას“ დაიწყო

შემდეგი სტატია

„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება”

მსგავსი სტატიები

„როდესაც ადამიანის თვალწინ ხდება ასეთი რაღაც, ცოტა დაუჯერებელია, რომ ის ვერაფერს ვერ იხსენებს“

„როდესაც ადამიანის თვალწინ ხდება ასეთი რაღაც, ცოტა დაუჯერებელია, რომ ის ვერაფერს ვერ იხსენებს“

28 ივნ 2018
სოზარ სუბარი:  პოლიტიკას ვდებთ განზე,  რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და  მშობლების საფლავზე მისვლა

სოზარ სუბარი: პოლიტიკას ვდებთ განზე, რათა ოჯახებმა შეძლონ თავიანთი შვილებისა და მშობლების საფლავზე მისვლა

25 აპრ 2018

ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება

12 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

    BBC: ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა რუს ოლიგარქთან შეხვედრები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge