NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება

28 მარ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 749 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში უახლოეს მომავალში, კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მისი თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესასრულებლად, ადამიანური რესურსია საჭირო. კახა კალაძე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქალაქის განვითარებასა და  მოწესრიგებაში ჩაერთოს, პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის განვითარებასა და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, საჭიროა, ზედამხედველობის გამკაცრება, მათ შორის, გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის მთლიანი რეფორმაა დაგეგმილი. იგეგმება ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზისა და ავტოპარკის განახლება.

„ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რაც საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოქნილად, კომფორტულად იმუშაოს ამ სამსახურმა. აღნიშნული სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, ასევე, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები

ვაკანსია ზედამხედველობის სამსახური თბილისის მერია კახა კალაძე მერია 2018-03-28
სოსო ელისაშვილი
Tags ვაკანსია ზედამხედველობის სამსახური თბილისის მერია კახა კალაძე მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოსთან შსს-ს თანამშრომლები იმყოფებიან

შემდეგი სტატია

ზაზა გაბუნიამ მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა

მსგავსი სტატიები

„რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს“

24 დეკ 2017
სვასტიკა – ერთ-ერთი უძველესი გრაფიკული სიმბოლო

სვასტიკა – ერთ-ერთი უძველესი გრაფიკული სიმბოლო

სოსო ელისაშვილი 16 აგვ 2017
მამუკა ბახტაძე:  მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმას

16 აპრ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge