ბორჯომის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ამით თვითლუსტრაცია მოახდინა და დაანახა საზოგადოებას, რა ოპოზიციური ძალაც არის.
„ვულოცავ ირმა ინაშვილსა და „პატრიოტთა ალიანსს“, რომ მთლიანი ლუსტრაცია გააკეთეს, რა ოპოზიციური ძალაც არის. მე მინდა ჩემ ყოფილ მოადგილეს, გიორგ გოგიჩაიშვილს მოვუწოდო: გიორგი, ისეც დაგნიშნავენ, ამ თამაშში ძალიან თავს ნუ მოიჭრი, 5 შვილის მამა ხარ. ჩვენ გვისაუბრია ამ თემებზე და გაოგნებული სახით ნუ აცხადებ, რომ ეს არ არის თამაშები. დაგნიშნავენ, ნუ ნერვიულობ და ნუ გააკეთებ იმას, რომ ამ ქალაქში არ გამოგეყოფოდეს თავი“,-განაცხადა ჩაჩანიძემ.
შეგახსენებთ, 19 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენას, 19-მა დეპუტატმა კი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას დაუჭირა მხარი.
კომენტარები