პოლონეთმა აშშ-სგან 4,75 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი იყიდა. ეს ყველა მსხვილი შეთანხმება, რომელიც ქვეყანას დაუდია თავდაცვის სფეროში. მას ხელი პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს შესანიშნავი ისტორიული მომენტი. ეს არის პოლონეთის შესვლა სრულიად ახალ – ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და შეიარაღების სამყაროში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც Reuters-ი წერს, ნატო-ს წევრმა პოლონეთმა შეიარაღების მასშტაბური მოდერნიზაცია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გადაწყვიტა. პოლონეთის შეიარაღების ნახევარზე მეტი საბჭოთა წარმოებისაა და ის ქვეყანას ვარშავის პაქტიდან შემორჩა.
Patriot-ების შესყიდვა ვარშავასა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობის ფონზე მოხდა. აშშ პოლონეთის მიერ მიღებულ კანონს აკრიტიკებს, რომელიც კრძალავს საუბარს პოლონეთის შესაძლო როლზე ჰოლოკოსტში. ვაშინგტონი, ისევე როგორც ევროკავშირი, ამ კანონის მიღებასი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას ხედავს.
კომენტარები